„ხალხური რეწვის მოამაგენი“ – ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მუზეუმების საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს

„ხალხური რეწვის მოამაგენი – მივიწყებული სახეები“, – ამ სათაურით ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მუზეუმების საერთაშორისო დღეს და „ღამეს მუზეუმში“  უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ მუზეუმიდან აცნობეს, 18 მაისს, 20:00 საათზე, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მართავს ღონისძიებას, რომელიც მიეძღვნება მუზეუმის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და ხალხური შემოქმედების მკვლევარის – არტემ გაბუნიას (1895-1940) და მისი მეუღლის, მხატვარი ბარბარე (ვარვარა) ბებუთოვა-გაბუნიას (1891-1971) მოღვაწეობას. ღონისძიება მოიცავს გამოფენის გახსნას, ანიმაციის ჩვენებასა და საგანმანათლებლო პროგრამას ბავშვებისთვის.
გამოფენაზე “ხალხური რეწვის მოამაგენი – მივიწყებული სახეები“ წარმოდგენილი იქნება არტემ გაბუნიას მიერ მუზეუმისთვის გადმოცემული ნაქარგობის ნიმუშები, ბარბარე (ვარვარა) ბებუთოვა-გაბუნიას მიერ შესრულებული ჩანახატები და მათ მიხედვით შექმნილი ნიმუშები (სუფრები, სამოსის აქსესუარები და ა.შ.), რომლებიც მუზუემის კოლექციაშია დაცული.
18 მაისს, ღონისძიებასთან „ღამე მუზეუმში“ დაკავშირებით, მოხდება ბარბარე ბებუთოვა-გაბუნიას მიერ შესრულებული ჩანახატების ანიმაციის ჩვენება მუზეუმის შიდა ეზოში.
ბავშვებისთვის ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით ჩატარდება საგანმანათლებლო პროგრამა: „შექმენი ეროვნული სამოსის აქსესუარი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები