მაია ფანჯიკიძე პოლიტიკურ საკითხებში გაეროს გენმდივნის მოადგილეს შეხვდა
აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ საკითხებში ჯეფრი ფლეტმანს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარებაზე. ასევე ხაზი გაესვა გაეროს როლს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული სიტუაციის მოგვარების საკითხში. ამასთან, ისაუბრეს ანგარიშზე, რომელიც საქართველოში ვიზიტის შემდეგ გამოაქვეყნა გაეროს უმაღლესმა წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნავი პილაიმ. ჯეფრი ფლენტმანთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს და ასევე მოახლოებულ ე.წ. არჩევნებს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში. შეხვედრაზე ისაუბრეს ჟენევის მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდი სამუშაო ვითარებაში ჩაივლის და მას ყველა მონაწილე მხარე დაესწრება. მხარეებმა ასევე ისაუბრეს დევნილთა და იძულებით გადადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციაზე, რომელიც გენერალურ ასაბლეაზე 5 ივნისს გადის.