ხიბულაში, ზვიად გამსახურდიას სახლის რეაბილიტაციის ფარგლებში, ბაღის მშენებლობა დაიწყო

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში, ზვიად გამსახურდიას სახლის რეაბლიტაციის ფარგლებში, ფონდ “ქართუს” დაფინანსებით, საბავშო ბაღის მშენებლობა იწყება. ახალი საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აშენდება და 60 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი.
საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე სამეგრელო ზემო-სვანეთი სახელმწიფო რწმუნებული – ალექსანდრე მოწერელია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – ზვიად ძიძიგური, დეპუტატი  გია ბუკია და ფონდ “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე – ნიკო ჩხეტიანი გაეცნენ.
ცნობისთვის, ძველ ხიბულაში ფონდ “ქართუს” დაფინანსებითა და ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს, მათ შორის – საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახლის სრული რეაბილიტაცია, სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა, გზის, გაზიფიცირებისა და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები