გიორგი გაბუნია – ოპოზიციაზე: გახლეჩილია და ორად გაყოფილი, რაც ძალიან კარგია
“რადიკალურ ოპოზიციაში რაც ხდება, [აჩვენებს, რომ] საცოდავ, ცუდ მდგომარეობაში არიან – გახლეჩილი და ორად არის გაყოფილი, რაც ძალიან კარგია”, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია აცხადებს.
“მათ პატრონებს, რომლებიც გარედან აძლევენ დავალებებს, მხოლოდ ერთ ნიშნულამდე მიჰყავთ ეს ადამიანები – პროცესის მაქსიმალურ რადიკალიზაციამდე. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩართვაზე უარი და ბოიკოტის გამოცხადება ხელს შეუწყობს იმას, რომ არჩევნებში ნაკლები იყოს რადიკალიზაცია, დაპირისპირება და საარჩევნო პროცესი წარიმართოს მშვიდ, კონკურენტულ და ღია პირობებში”, – აცხადებს გაბუნია.