„ის ევრობიუროკრატები, რომლებიც დღეს არ ეყრდნობიან ეუთო/ოდირის დასკვნას, არჩევნებამდე აცხადებდნენ, რომ სწორედ ეუთო/ოდირის დასკვნა იქნებოდა მათი საბოლოო დასაყრდენი არჩევნების შეფასებასთან დაკავშირებით” – მაჭავარიანი

„ის ევრობიუროკრატები, რომლებიც დღეს არ ეყრდნობიან ეუთო/ოდირის დასკვნას, არჩევნებამდე აცხადებდნენ, რომ სწორედ ეუთო/ოდირის დასკვნა იქნებოდა მათი საბოლოო დასაყრდენი არჩევნების შეფასებასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი  აცხადებს.

„ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში ხაზგასმულია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება და ის, რომ ცესკომ ადმინისტრირება განახორციელა ძალიან მაღალ დონეზე და ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა საშუალება, რომ თავისუფლად ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია. ამის მიუხედავად, ევრობიუროკრატების ძალიან დიდი ნაწილი უარყოფდა ამ დასკვნას, ბევრმა სამარცხვინო კომენტარიც გააკეთა ევროპარლამენტიდან, თითქოს ეუთო/ოდირი კორუმპირებული ინსტიტუტია, როდესაც ყველაზე ავტორიტეტული სადამკვირვებლო მისიაა. საბოლოო ჯამში, „ქართულ ოცნებას“ მოგვიწია ბოლო 10-11 თვის განმავლობაში ეუთო/ოდირის რეპუტაციის დაცვა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც გადავდგით ეს ნაბიჯი და რომ არ დავტოვოთ სასპეკულაციო ველი, მაინც მოვიწვიეთ ეუთო/ოდირი ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები