გიორგი სოსიაშვილი – ოპოზიციაზე: რამდენიმე ათეული, სახედაკარგული ადამიანის ქმედებასთან გვაქვს საქმე
“რამდენიმე ათეული, სახედაკარგული ადამიანის ქმედებასთან გვაქვს საქმე”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე საუბრისას აცხადებს.
“გახსოვთ, ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როცა რამდენჯერმე მიიტანეს შტურმი ჩვენი სახელმწიფოს მთავარი ინსტიტუციის – პარლამენტის წინააღმდეგ, ძალადობდნენ პოლიციელებზე, ლამის გადაწვეს ჩვენი დედაქალაქი, თავიდანვე დამარაგებული ჰქონდათ აღჭურვილობა, მსხვილი, მდიდარი ენჯეოების დაფინანსებით. ამჯერად, უკვე ინერციით მოდიან. დავესესხები ჩვენს ერთ დიდებულ მწერალს, გურამ რჩეულიშვილს – სასაცილომდე მისული ინერციაა ეს ყველაფერი”, – ამბობს გიორგი სოსიაშვილი.