გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 8 თვეში უკანონო ტყით სარგებლობის 1094 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2025 წლის 01 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო ტყით სარგებლობის 1094 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მათგან, 94 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

რაც შეეხება აგვისტოს თვეს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2025 წლის 01 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით გამოვლენილია უკანონო ტყით სარგებლობის 90 ფაქტი. მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს 7 ფაქტი და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყით სარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. სამართალდარღვევათა ფაქტების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები. პარალელურად, მკაცრდება სანქციები უკანონო ტყით სარგებლობაზე. კომპლექსურად, ყველა ამ ქმედების შედეგი ისაა, რომ ბოლო წლებში, უკანონო ტყით სარგებლობის ფაქტების კლება შეინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები