“იმედი გვაქვს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა პოზიტიურ როლს ითამაშებს არჩევნების როგორც დაკვირვების, ისე მისი შეფასების პროცესში” – გიორგი გაბუნია

“ჩვენ მაინც გვაქვს იმედი, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა და შემდგომში მათი შეფასება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა პოზიტიურ როლს ითამაშებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების როგორც დაკვირვების, ასევე შემდგომ, მისი შეფასების პროცესში”, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია აცხადებს.

“გვახსოვს, საპარლამენტო არჩევნების პროცესში რა რეაგირება მოჰყვა და როგორ არ სცეს პატივი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ეუთო/ოდირის დასკვნას. ჩვენ მაინც გვაქვს იმედი, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა და შემდგომში მათი შეფასება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა პოზიტიურ როლს ითამაშებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების როგორც დაკვირვების, ასევე შემდგომ, მისი შეფასების პროცესში

ეს კიდევ ერთხელ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად არ არის დამკვიდრებული პრაქტიკად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სადამკვირვებლო მისიის მოწვევისა, მხოლოდ და მხოლოდ ერთეული შემთხვევები შეგვიძლია გავიხსენოთ, მაინც ეს მნიშვნელოვნად პოზიტიურ როლს ითამაშებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასების და მისი ლეგიტიმაციის პროცესში“, –  აცხადებს გაბუნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები