მუხრან მაჭავარიანის დაბადების 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება

17 მაისს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 206-ე აუდიტორია მუხრან მაჭავარიანის დაბადების 90 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ასევე ახალი წიგნის „90 ამბავი – მუხრანი“ წარდგენა გაიმართება.
ათეული წლების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 93-ე აუდიტორიაში (ახლანდელი 206-ე, ნიკო ცხვედაძის სახელობის აუდიტორია) იმართებოდა სტუდენტური ლიტერატურული ღონისძიებები. ახალგაზრდა მწერალთა წრის შეხვედრა-დისკუსიებზე მაშინ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ნაკლებად ცნობილი, ახლა კი უკვე სახელგანთქმული და ყველასათვის საყვარელი მწერლები თუ პოეტები, თავიანთ ნაწარმოებებს აცნობდნენ საზოგადოებას და პირველ ნაბიჯებს დგამდნენ სამწერლობო ასპარეზზე. მაშინდელ თაობას ახსოვს ახალგაზრდული გულწრფელობით, ენერგიითა და რომანტიზმით სავსე საღამოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები