ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეროვნული არქივის კინოდარბაზში კინოჩვენებები გაიმართება
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 16-19 მაისს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოდარბაზში კინოჩვენებები გაიმართება.
ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი და ეროვნული არქივი ერთობლივად წარმოადგენენ.
ფილმები შემდეგი პროგრამით იქნება ნაჩვენები:
16 მაისი, 18:00 საათი
„ამბროსი ხელაია“ – რეჟისორი ლევან ახობაძე (37 წთ.)
„გაბრიელ ქიქოძე“ – საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ (26 წთ)
„გრიგოლ ფერაძე“ – საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება (24 წთ.)
17 მაისი, 18:00 საათი
„ექვთიმე“ – რეჟისორი ანდრო ჭიაურელი (80 წთ.)
18 მაისი, 17:00 საათი
„ღირს არს ჭეშმარიტად“ – რეჟისორი ოთარ ლითანიშვილი (55 წთ.)
19 მაისი, 17:00 საათი
„პონტო, შავი, შავი ზღვა“ – რეჟისორი ბეგიაშვილი (14 წთ.)
„გალობის რაინდები“ – რეჟისორი ნანა ჯანელიძე (45 წთ.)
დასწრება თავისუფალია.