ქართული ფილმი „ცუდი ხალხი“ სამხრეთ აფრიკაში საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის დაჯილდოვდა

 სამხრეთ აფრიკაში, ქართულმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „ცუდი ხალხი“ მორიგი პრიზი მიიღო. ამჯერად საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის დაჯილდოვდა.
მანამდე ფილმი ლონდონის „Discover Film Festival“-ზე საუკეთესო დრამატული ჯილდოს მფლობელი გახდა
ფილმის რეჟისორი გიორგი თავართქილაძეა და 1990-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირებაზეა გადაღებული.
ფილმის ოპერატორია გელა ჩინჩალაძე. მთავარ როლებს მსახიობები ვახო ჩაჩანიძე, ჯანო იზორია და დავით კვირცხალია ასრულებენ.
სურათის მსოფლიო პრემიერა მარტში ჰონგ-კონგის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები