სპექტაკლ „ჰოის“ პრემიერა გაიმართება

28 მაისს, 20:00 საათზე, მოძრაობის თეატრში სპექტაკლ „ჰოის“ პრემიერა გაიმართება.
როგორც „კვირას“ თეატრიდან აცნობეს, სპექტაკლი არის ქორეოდრამა ერთ მოქმედებად.
რეჟისორი: თათა თავდიშვილი;  ქორეოგრაფი/მხატვარი: ტატო გელიაშვილი;  მუსიკალური გამფორმებელი: Michél.
მონაწილეობენ: ეკა ბადურაშვილი, დემეტრე ჩოხელი, ქეთო ზედგინიძე, მათე ხიდეშელი, ხოსილიტა, შოთა ქირია, ნუცა ხიზანიშვილი.
„ჰოჲ – ფიქრები, ფიქრები..
გავდივართ გზას იდეალური სამყაროდან, სხვადასხვა ემოციებითა და გრძნობებით სავსე ცხოვრებამდე. სიმშვიდეს ვერ ვუძლებთ, ვბადებთ ქაოსს, კონფლიქტურ სიტუაციებს.
ვიცვლით კოსტიუმებს ქვეშევრდომსა და ძალაუფალს შორის.ვცეკვავთ ვნებებსა თუ ზმანებასთან ერთად.
ჰოჲ – ვხედავთ, გვესმის…
შევიგრძნობთ ცხოვრებისეულ მდგომარეობებს ოთხი კიდურით, ბგერებს აზრებით ვბერავთ, რიტუალები და ფოლკლორი არტერიებით გადაგვაქვს.
ჰოჲ – ვსუნთქავთ…
ვცდილობთ დავკაროთ გრავიტაცია. პუანტილისტურად ვხატავთ სრულყოფილებას…
იმედი აუცილებელია“…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები