მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ეროვნული მუზეუმის ფესტივალი გაიმართება

15-24 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ფესტივალის ფარგლებში, ეროვნულ მუზეუმში გაიხსნება გამოფენები, ჩატარდება საგანმანათლებლო პროგრამები, წიგნის პრეზენტაცია, მოეწყობა საჯარო ლექციები და სხვა.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ყოველწლიური აქცია „ღამე მუზეუმში“.

ფესტივალის პროგრამა:

◆ 15 მაისი, 11:00 – პრეზენტაცია „ხელოვნება სკოლაში”. პროექტი ხორციელდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეგიდით | ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3.
◆ 16 მაისი, 18:30 – მუზეუმის ფესტივალი ◆ მუზეუმის ფესტივალი ◆ დანიელ შპერის ფოტოგამოფენა „1993“ | თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8.
◆ 16-17-24 მაისი რეზო თაბუკაშვილის ფილმების ჩვენება | სვანეთის მუზეუმის აუდიტორია, მესტია, ავთანდილ იოსელიანის ქუჩა 7.
◆ 17 მაისი, 16:00 –  გამოფენა „იტალია-საქართველო” (ახალგაზრდა ქართველი და იტალიელი ხელოვანების გაცვლითი გამოფენა) | თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8.
◆ 18-25 მაისი – უილიამ ოზგულდ ფილდის ფილმის ჩვენება | სვანეთის მუზეუმი, მესტია, ავთანდილ იოსელიანის ქუჩა 7.
◆ 18 მაისი  –  მუზეუმის საერთაშორისო დღე | კუს ტბის გზა N1
◆ 18 მაისი, 19:00 – მუზეუმის ფესტივალი ◆ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენა გახსნა | თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8.
◆ 18 მაისი, 21:00 – 01:00 – ღამე მუზეუმში
◆ 21 მაისიდან 10:00 – 17:30 -გამოფენა „მარკებით მოთხრობილი ისტორია“. ეძღვნება პირველი ქართული მარკის 100 წლის იუბილეს | ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3.
◆ 21 მაისი, 13:00 –  დმანისის მუზეუმის გაზაფხულის სეზონის გახსნა – ადამიანის ევოლუციის ამსახველი ციფრული პლატფორმის პირველი ეტაპის პრეზენტაცია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად | დმანისის მუზეუმი | დმანისის რაიონი, სოფელი პატარა დმანისი
◆ 21 მაისი – ნინო ლორთქიფანიძე წაიკითხავს ლექციას – „ოქრომჭედლობა ოქროს საწმისის ქვეყანაში“ | სვანეთის მუზეუმის აუდიტორია, მესტია, ავთანდილ იოსელიანის ქუჩა 7.
◆ 22 მაისი – „სვანეთი – სადაც ჩემი ბავშვობა დარჩა და კიდევ რაღაც“. ირაკლი ფარჯიანის საიუბილეო საღამო, მესტიის N3 საჯარო სკოლა | სვანეთის მუზეუმის საზოგადოებრივი სივრცე, მესტია, ავთანდილ იოსელიანის ქუჩა 7
◆ 22 მაისი-  ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე National Geographic – საქართველოსთან ერთად | ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, კუს ტბის გზა N1
◆ 23 მაისი, 16:00 – ე. კიკნაძის წიგნის „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები“ პრეზენტაცია | ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, ოკუპაციის ამსახველი საგამოფენო დარბაზი, შ. რუსთაველის გამზ. 3
◆ 24 მაისი, 13:00 – საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და თიბისის შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება | ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3
გამოფენების გახსნაზე და ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები