შიო არაგვისპირელის მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება

0

თბილისის მუზეუმების გაერთიანება შიო არაგვისპირელის მუზეუმის რეაბილიტაციას იწყებს.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუზეუმში დაცული მემორიალური ნივთები 2016 წლიდან გადატანილია ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დაცულ ფონდში, მერიის კულტურის სამსახურის ნებართვის საფუძველზე და დალუქულია საქართველოს სამუზეუმო ფასეულობათა დაცვის ინსტრუქციის შესაბამისად. შენობა გამარჯვებულ კომპანიას გუშინ გადაეცა სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, შესაბამისად, ის დაიცალა ძველი სტენდებისგანაც.
პროექტით გათვალისწინებულია ძეგლის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები ისე, რომ სრულად იქნება დაცული როგორც ძეგლის არქიტექტურული თავისებურება, ისე – სამუზეუმო საჭიროებები. ასევე, შენარჩუნებული იქნება ავთენტური კედელი და საბუხრე. პროექტი ითვალისწინებს შენობის ადაპტირებას.
სამუშაოები უნდა დასრულდეს 4 თვეში და მისი ღირებულებაა 125 821 ლარი.
რეაბილიტაციის პროცესს ზედამხედველობას გაუწევს პროექტით ავტორთა ჯგუფი და თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების ფონდებისა და კოლექციების სამსახური.

კომენტარები

კომენტარი