“მე ვიყავი გადაყენებული, ჩემი გადაყენების პრეროგატივა აქვს პრემიერმინისტრს და მან დაწერა განცხადება. გასაკვირი არაფერია, რომ ეს გადაწყვეტილება მმართველი პარტიის ლიდერთან კონსულტაციის შემდეგ იყო მიღებული”, – ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ თავისი გადაყენების თაობაზე განაცხადა.
რაც შეეხება პარლამენტში მისი მისვლის საკითხს – როგორც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, მას პარლამენტის ექვსმა დეპუტატმა მიმართა, რომ წარედგინა ანგარიში, რომელიც სამინისტრომ მისი მინისტრობის დროს გასწია.
“ოფიციალური წერილით ექვსმა დეპუტატმა მომმართა. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მხოლოდ „ქართული ოცნებისა“ და დამოუკიდებელი დეპუტატები. მათ მომმართეს, წარმედგინა ანგარიში, რომელიც სამინისტრომ გაწია ჩემი მინისტრობის დროს. თავი ვალდებულად მივიჩნიე, რომ ასეთი ანგარიში წარმედგინა და ასეთი შეხვედრის ფორმატი შედგა, რომელსაც ჩვენ ვესწრებით. ძირითადი მიზანი ჩვენი შეხვედრისა არის ღრმა ტექნიკური განხილვა, რაშიც გამოხატეს ინტერესი დეპუტატებმა, რომ მათ გაიგონ ჩემი ხედვა გარდა იმისა, რომ გაიგონ, რა იყო გაკეთებული ამ რვა თვის განმავლობაში; გაიგონ, აგრეთვე, ჩემი ხედვა ეკონომიკის განვითარებაზე. აქ იქნება ღრმა საქმიანი საუბარი და ჩვენ მაქსიმალურად მოვარიდებთ თავს პოპულისტურ განცხადებებს და ვისაუბრებთ საქმეზე“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი პარლამენტში ცოტა ხნის წინ მივიდა.