“ცესკო ზუგდიდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიების რეგისტრატორების ბეჭდებს მთლიანად შეცვლის”

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სამაგიდო სიებისა და ბეჭდების უკან, საოლქო საარჩევნო კომისიაში დაბრუნებისა და, მოგვიანებით, ბიულეტენებთან ერთად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცესკო ზუგდიდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიების რეგისტრატორების ბეჭდებს მთლიანად შეცვლის.
“რამდენადაც ეს საკითხი გახდა სპეკულაციის საგანი და ადგილი ჰქონდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, თითქოს, საარჩევნო ოლქის მიერ უბნების სათანადო ინვენტარითა და დოკუმენტაციით აღჭურვა იყო კანონდარღვევა და საფრთხეს უქმნიდა არჩევნებს, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება სამაგიდო სიებისა და ბეჭდების უკან, საოლქო კომისიაში დაბრუნებისა და, მოგვიანებით, მათი ​ბიულეტენებთან ერთად გადაცემის შესახებ.
ამასთან, დამატებით, ყოველგვარი ეჭვისა და ინტერპრეტაციების გამოსარიცხად, ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიების რეგისტრატორების ბეჭდებს მთლიანად შეცვლის”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები