მაიკლ პალმერი უოლტ უიტმენის შესახებ – მწერალთა სახლში საღამო გაიმართება

21 მაისს, 21:00 საათზე, თბილისის V საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში, საღამო „უოლტ უიტმენი – 200“  გაიმართება.
მწერალთა სახლის ინფორმაციით,  უოლტ უიტმენის შესახებ მაიკლ პალმერი ისაუბრებს.
მოდერატორი: თემურ კობახიძე.
1. უიტმენი სხვადასხვა ენაზე ფესტივალის მონაწილეეების შესრულებით.
2. უიტმენი ქართულ ენაზე: ლანა ღოღობერიძე, კონსტანტინე (უმცროსი) გამსახურდია, როსტომ ჩხეიძე, მედეა ზაალიშვილი, შალვა ბაკურაძე.

 მაიკლ პალმერი

დაიბადა ნიუ-იორკში, 1942 წელს. ის ხშირადაა ასოცირებული L=A=N=G=U=A=G=E-ის პოეტურ სკოლასთან. მისი ტექსტები უპირისპირდება რეპრეზენტაციის ცნებას და ენობრივ სტანდარტებს, და იკვლევს პოეზიის მოქმედების სივრცეს. მას მიღებული აქვს „ხელოვნების უზრუნველყოფის ეროვნული ცენტრის“ ორი გრანტი, „გუგენჰაიმის ფონდის“ სტიპენდია, „შელის“ მემორიალური პრემია „ამერიკის პოეტური საზოგადოებისგან“. 2006 წელს გადაეცა უოლეს სტივენსის პრემია. 1999 წელს აირჩიეს „ამერიკელი პოეტების აკადემიის“ ხელმძღვანელად.
დღეს იგი სან-ფრანცისკოში ცხოვრობს.
მაიკლ პალმერი ნათარგმნია ბევრ ენაზე და მას გამოცემული აქვს მრავალი პოეტური კრებული, მათ შორის: „ძაფი“ (2011); „ჩრჩილების კომპანია“ (2005), რომელიც კანადური „გრიფინის პოეტური პრემიის“ მოკლე სიაში მოხვდა; „შუშის დაპირებები“ (2000); „ლაიონ ბრიჯი“ – რჩეული ლექსები 1972-1995 (1998); „მზე“ (1988); „პირველი ფიგურა“ (1984); “ექოს ტბის ჩანაწერები“ (1981); „მუსიკის გარეშე“ (1977); „წრიული კარიბჭეები“ (1974); „ბლეიკის ნიუტონი“ (1972). ავტორს ასევე გამოცემული აქვს ერთი პროზაული ტექსტი „დანიური ჟურნალი“ (1999).

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები