ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო გუშინ, 14 მაისს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის საგარეო მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. მოლაპარაკებების შედეგად, პომპეომ ქვეყნებს შორის ურთიერთობის აუცილებლობის შესახებ განაცხადა. აღნიშნულის შესახებ მან თავად დაწერა Twitter-ში.
“დღევანდელი შეხვედრა პოზიტიური, წინ გადადგმული ნაბიჯია. ამერიკამ და რუსეთმა წარსულში აჩვენეს, რომ შეუძლიათ ურთიერთობა საკვანძო საერთაშორისო საკითხებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, იმუშაოს ჩვენთან ერთად, რათა ჩვენივე ერებისთვის შევცვალოთ ურთიერთობების ტრაექტორია”, – განაცხადა პომპეომ.