17 მაისს მე-5 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნება

მწერალთა სახლში, 17-21 მაისს, მე-5 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნება.
როგორც საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ხუთი დღის განმავლობაში  ფესტივალის სტუმრები იქნებიან მწერლები აშშ-დან, იტალიიდან, პოლონეთიდან, მაკედონიიდან, ნიდერლანდებიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან. თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს ეწვევა 19 ავტორი 15 ქვეყნიდან, რომელთა შორის არიან: მაიკლ პალმერი (აშშ); იუჯინ ოსტაშევსკი (აშშ); მელანია მაცუკო (იტალია); ვალჟინა მორტი (ბელორუსია); ლინდა მარია ბაროსი (საფრანგეთი); ლევ რუბინშტეინი (რუსეთი); მანფრედ ხობოტი (ავსტრია).
„ფესტივალის მთავარი თემაა ლიტერატურის ორი პოლუსი და გაორება. გარდა საერთაშორისო პროგრამისა, ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილია ქართული პროგრამაც, სადაც ათი ქართველი ავტორი მოგვითხრობს საკუთარ ლიტერატურულ მისტიფიკაციებზე“, – აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.
პრესკონფერენციას უძღვებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი ქეთევან დუმბაძე, დედაქალაქის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი და მწერალთა სახლის დირექტორი ნატალია ლომოური.
ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ფესტივალის პარტნიორი საელჩოებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები