აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტზე თავდასხმა იგეგმება

   აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტზე თავდასხმა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ამასთან, „ლაიფ ნიუსთან“ ინტერვიუში ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებს. რუსული სააგენტოების ინფორმაციით, დე ფაქტო ლიდერი გუდაუთაში სამხედრო ბაზაზე იმყოფება. ის რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს ვლადისლავ ცურკოვს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ცურკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი აფხაზეთის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ არ აღიარებული რესპუბლიკის ლიდერსა და პრემიერ- მინისტრს დე ფაქტო პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა და პოსტის დატოვებისკენ მოუწოდა. ანქვაბის გადაყენებას მხარი 20-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები