მერაბ ქვარაია: საკრებულოს პატივი უნდა სცეს ყველამ, მით უფრო – მერობის კანდიდატმა

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ ქვარაია საკრებულოს სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.
„საკრებულოს პატივი უნდა სცეს ყველამ, მით უფრო – მერობის კანდიდატმა. პროვოკაციებისა და დაძაბულობის ხელოვნურად შექმნის ამ მცდელობებს კი არანაირი პერსპექტივა აქვს. არჩევნები წარსული საქმეებითა და სამომავლო პროგრამით უნდა მოიგო და არა – ოჯახებში შევარდნით, საკრებულოში ხმაურითა და სხვა მოქმედებებით, მით უფრო, როცა შავბნელი წარსულისა და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელი პოლიტიკურ პარტიის კანდიდატი ხარ. რულოვსის შტაბი ხედავს, რომ მათი კანდიდატი უპერსპექტივო მდგომარეობაშია და ეს აგონიური მოქმედებებიც ამის შედეგია“, – აცხადებს მერაბ ქვარაია.
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი – სანდრა რულოვსი და პარტიის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე კამათი რულოვსის მიერ ერთ-ერთი დეპუტატისადმი მიმართვას მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები