მარინა ივანიშვილის კატალოგის წარდგენა გაიმართება

15 მაისს, 19:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში მოქანდაკის, გრაფიკოსისა და ხატმწერის – მარინა ივანიშვილის კატალოგის წარდგენა გაიმართება.
როგორც ხელოვნების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ალბომი მეტ-ნაკლები სისრულით ასახავს მარინა ივანიშვილის შემოქმედებით გზას, რომელსაც სიტყვები არ სჭირდება.
მარინა ივანიშვილმა 1970-1976 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი.
მას ჰქონდა 22-მდე ჯგუფური და 3 პერსონალური გამოფენა: 1999 წელს – გალერეა „ორიენტში“, თბილისი, საქართველო; 1997 წელს – ეროვნულ საჯარო ბიბლიოთეკაში, თბილისი, საქართველო (ექსპოზიცია საჩუქრად გადაეცა საჯარო ბიბლიოთეკას, რათა საფუძველი ჩაყროდა ბიბლიოთეკის კოლექციას) და 1991 წელს – ქალთა კულტურის ცენტრში, ჰამბურგი, გერმანია.
ხელოვანის ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და ყოფილი სსრ კავშირის კულტურის სამინისტროს ფონდებში, ასევე კერძო კოლექციებში (ჯონატან პული, ფედერიკო მაიორი, პიერ პუპარი, ა. შტენზელ, რ. ოატ, ს. ზურაბაშვილი, თ. ჯორჯაძე, ვ. ქუთათელაძე, ალ. ფლორენსკი, გ. ზალდასტანიშვილი, თ. იაკობაშვილი, ბ. ივანიშვილი, ალ. ბატონიშვილი, დ. იოსელიანი და სხვათა კოლექციები).
ღონისძიებაზე  ხელოვანისადმი მიძღვნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები