რაჭველი ლოტბარი ინგლისში ფოლკლორულ სემინარებს გამართავს

რაჭული ფოლკლორის საუკეთესო მცოდნე, ეთნოფორი, ფოლკლორის შემკრებ-შემგროვებელი თორნიკე სხიერელი ქართული ტრადიციული მუსიკით დაინტერესებული ინგლისელებისათვის ლონდონში, კემბრიჯსა და დევონში სემინარებს ჩაატარებს.
გასულ წელს ლოტბარი ინგლისში ეთნომუსიკოლოგ მალხაზ ერქვანიძესთან ერთად იმყოფებოდა, სადაც იქ არსებული ქართული ეკლესიის გუნდისათვის ერთკვირიანი სემინარი ჩაატარა.
მუსიკოსი რაჭულ ფოლკლორს ბავშვობიდან ეუფლებოდა, როგორც მუსიკალურ ისე ეთნოგრაფიულ ჭრილში. ამავდროულად, მან შეისწავლა ხალხური საკრავები: ჭიანური, დაირა და გუდასტვირი, პროფესიონალურად უკრავს და რაჭულ ინსტუმენტებს თავადაც ამზადებს.
წლების განმავლობაში მუსიკოსის მიმართ დაინტერესება სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული სემინარების, მუსიკის სფეროში მოღვაწე ქართველი და უცხოელი მეგობრების და სოციალური ქსელის მეშვეობით გაიზარდა.
ინგლისში თორნიკეს მიერ ჩატარებული სემინარების მიმართ ინტერესი დიდია. ამჯერად, ლოტბარი ორი კვირის განმავლობაში 4 სემინარს ჩაატარებს. ერთ-ერთი ინგლისელებით დაკომპლექტებული ანსამბლი ,,მასპინძელია”, რომელიც 10 წელზე მეტია სხვადასხვა ეთნომუსიკოლოგებისაგან ქართულ ტრადიციულ მუსიკას სწავლობს.
რაჭველი ლოტბარი თორნიკე სხიერელი ბრიტანეთის შემდეგ სემინარებს ფინელებისათვის ქართულ ტრადიციულ მუსიკაში უკვე რაჭაში, მშობლიურ ქალაქ ონში გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები