ჰაკერული თავდასხმა WhatsApp-ზე – აპლიკაციაში დაყენებულია ვიდეოთვალთვალის პროგრამა

WhatsApp-ის წარმომადგენლების განცხადებით, აპლიკაციაზე მასშტაბური ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა, რომლის დროსაც დაყენებულ იქნა პროგრამული უზრუნველყოფა ვიდეოთვალთვალისთვის ტელეფონებსა და სხვა მოწყობილობებზე, სადაც მომხმარებლები WhatsApp-ით სარგებლობენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ВВС ავრცელებს.
კომპანიაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული თავდასხმა განსაზღვრული იყო გარკვეული რაოდენობისთვის, მაგრამ მათ მაინც არ იციან, რამდენი მომხმარებელი დაზარალდა კონკრეტულად. ჰაკერული პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება ხმოვანი ზარის ფუნქციით ხდებოდა. იმ შემთხვევაში, თუკი მომხმარებელი არ უპასუხებდა ზარს, აღნიშნული პროგრამა მაინც ყენდებოდა.
WhatsApp-მა პრობლემის გადასაწყვეტად პროგრამული განახლება გამოუშვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები