ტრამპი ირანს წინააღმდეგობის შემთხვევაში ტანჯვით ემუქრება

​ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი ძალიან დაიტანჯება, თუკი ამერიკის წინააღმდეგ წავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reutersი ავრცელებს.
“ვნახოთ, რა მოუვა ირანს. თუკი ისინი რამეს იზამენ, ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნება, თუკი რამეს მოიმოქმედებენ, ძალიან დაიტანჯებიან”, – განაცხადა ტრამპმა.
პენტაგონის ცნობით, მაისის დასაწყისში, ირანის არმიის მხრიდან დიდი მუქარის გამო, ამერიკამ ახლო აღმოსავლეთში ავიაგადამზიდი “აბრაამ ლინკოლნი” და დამატებითი ბომბდამშენები გადაგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები