ოკუპირებულ აფხაზეთში თურქი ტუროპერატორები იმყოფებიან

   ოკუპირებულ აფხაზეთში ოფიციალური თბილისის გვერდის ავლით თურქი ტუროპერატორები იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში მათ ღირსშესანიშანაობები დაათვალიერეს. „აპსნი პრესის“ ინფორმაციით, თურქი სტუმრები ადგილობრივი ტუროპერატორების მუშაობას გაეცნენ. სააგენტოს ცნობით, ვიზიტის მიზანი აფხაზეთის ტურისტული პოტენციალის შესწავლაა. სოხუმში ტურისტულ ბიზნესთან დაკავშირებით ტუროპერატორების მონაწილეობით კონფერენციაც გაიმართა, რომელზეც ტურისტული ბიზნესის შესახებ ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ოკუპირებულ აფხაზეთში 80-მდე თურქი ჟურნალისტი იმყოფებოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიზიტის გამო თურქეთის ელჩი დაიბარეს. როგორც მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ყველა შეთანხმება უკანონოა.

10425817_10152186247274779_601583055_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები