გივი მოდებაძე: ჭიათურის ცენტრში, კოსტავას ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

ჭიათურის მერობის “ქართული ოცნების კანდიდატი გივი მოდებაძე საარჩევნო კამპანიას ფარგლებში, დღეს ჩაჩანიძისა და კოსტავას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. ორივე შეხვედრაზე კანდიდატი მოსახლეობას ჭიათურის მთავარ გამოწვევებზე და მათი მოგვარების გზებზე ესაუბრა. კანდიდატის თქმით, გამარჯვების შემდეგ,  ჭიათურაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.
“დაგეგმილი მაქვს ჭიათურა ვმართო მოსახლეობის ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე. ჩემთვის მთავარი ამოსავალი ჭიათურის განვითარება და თითოეული აქ მცხოვრები ადამიანის ეკონომიური გაძლიერება იქნება. დაგეგმილი მაქვს კოსტავას ქუჩაზე ავაშენოთ ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი, სადაც ჭიათურის მომავალი თაობა, ჩვენი შვილები უსაფრთხო გარემოში მიიღებენ სკოლამდელ განათლებას. ამავდროულად, საბავშვო ბაღის გახსნა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. მე თქვენი მჯერა, დამიჯერეთ და მენდეთ თქვენც!”,-განაცხადა გივი მოდებაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები