ედიშერ გვენეტაძე: ტრამპი დამოუკიდებელი ფიგურა არ არის – ის, როგორც აშშ-ის ყველა პრეზიდენტი, გამოხატავს გაბატონებული წრეების ინტერესებს

ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ტრამპი დამოუკიდებელი ფიგურა არ არის – “ის, როგორც აშშ-ის ყველა სხვა პრეზიდენტი, გამოხატავს გაბატონებული წრეების ინტერესებს.“

მისივე თქმით, არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ ტრამპი დამოუკიდებლად მოქმედებს, “ისევე, როგორც აშშ-ის ყველა პრეზიდენტი, ტრამპიც გამოხატავს იმ გაბატონებული წრეების ინტერესებს, ვინც მათ იმპერატორებად აქცევს და საიმპერატორო ტახტზე სვამს”.

“მეფე შიშველია” არის ასეთი ცნობილი კლასიკად ქცეული გამოთქმა. უფრო მეტიც არ არსებობს კეთილი იმპერატორი. ყველა იმპერატორი იმპერატორია და მათ ამოძრავებს მხოლოდ და მხოლოდ ერთი- იმპერიის ინტერესები.
ასეა ბნ ტრამპის შემთხვევაშიც. ნუ მოვიტყუებთ თავს. საქართველოსათვის და არც არავისთვის მთელი ისტორიის მანძილზე არ ყოფილა საქართველოს ინტერესების გამტარებელი კოლონიზატორი. კოლონიზატორი ყოველთვის კოლონიზატორია და დამპყრობელი კიდევ დამპყრობელი.
ნახეთ, როგორ დიდებულად თქვა კაცთა შორის გამორჩეულმა ქართველმა: “მოყვარე მტერი ყოველი, მტრისაგან უფრო მტერიაო”.
არავინ წარმოიდგინოს, რომ ტრამპი დამოუკიდებლად მოქმედი პოლიტიკური ფიგურაა. ბატონო დონალდი ისევე, როგორც ყველა სხვა აშშ პრეზიდენტი გამოხატავდა, გამოხატავს იმ გაბატონებული წრეების ინტერესებს, ვინც ისინი და ის მოიყვანა და დასვა საიმპერატორო ტახტზე.
ამიტომაც მის დავალებას შეადგენს ოდნავი სახეცვლილი იმპერია, რომელიც თავისი ინტერესების შესაბამისად პირველ შემთხვევისთვის მარტვილის ბაზრობაზე გასაყიდად გაყვანილი თ ხ ა ს ა ვ ი თ გაგვყიდის. რაც აგერ ბატონო ჩვენს თვალწინ მოხდა. მხედველობაში მაქვს უკრაინის მაგალითი.
ბევრს არ სჯეროდა, მაგრამ აგერ პოლონეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ ქვეყნის ჩაბმა უნდოდა “დიპ სტეიტს”-ს ომში და რა გასაკვირია საქართველოს მიმართ იგივე ინტერესები ჰქონოდათ დ აქვთ. იგივე სურთ მოდერნიზებული ფორმით ეკონომიკის სრულად ჩამოქცევით და დამონებით ამ უსაშინლეს ძალას-მსოფლიო იმპერიალიზმს იგივე საფრანგეთის, გერმანიის , ინგლისის ესპანეთის იტალიის… მიმართ.
გამოსავალი?
მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედება, ქვეყნის მოღალატე-აგენტებისაგან კანონის მთელი სიმკაცრით ამოქმედება გათავისუფლება და სახელმწიფოს ისე გაძლიერება, რომ ვერავინ გაბედოს მცდელობა საქართველოში ხელისუფლებაში: სააკაშვილების, ჩერგოების გვარამიების,ხაბეების, ბურჭულაძეების, ნანულების, ფარულავების, გუბაზას ბურვაკების…დაბრუნებისა და დასმის მცდელობებისაც კი“, – წერს გვენეტაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები