ლეონიდ ლაკერბაია: ის, რაც აფხაზეთში მოხდა, არაკონსტიტუციურია

   ის, რაც აფხაზეთში მოხდა, არაკონსტიტუციურია და ჩვენი მთავარი მიზანია ვითარება კონსტიტუციურ ჩარჩოებში დავაბრუნოთ, – ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ლეონიდ ლაკერბაიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ღმერთი დაგვეხმარა სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად. ვფიქრობ, ეს ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევაა”, – განაცხადა ლაკერბაიამ.
ლეონიდ ლაკერბაიას ინფორმაციით, დე-ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი ამ დროისთვის გუდაუთაში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე იმყოფება. მისი თქმით, ანქვაბი მართავს შეხვედრებს და იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც სრულდება.
როგორც ლაკერბაიამ აღნიშნა, ის რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვს ესაუბრა, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, კიდევ ერთხელ ჩავიდეს აფხაზეთში, თუ ამის საჭიროება იქნება.
“რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი ჯერ ისევ აქ არის. ჩვენ შუამავლების იმედი გვაქვს”, – განაცხადა ლაკერბაიამ. რაც შეეხება დამსვენებლების თემას, ე.წ. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მიუხედავად ყველაფერისა, შიდაპოლიტიკური კრიზისი საფრთხეს არ უქმნის იმ ადამიანებს, ვინც აფხაზეთში ჩამოსვლას აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები