გიორგი შენგელია კარდაკარ კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

ზუგდიდის მერობის “ქართული ოცნების“ კანდიდატი საარჩევნო კამპანიას აქტიურად განაგრძობს. დღეს გიორგი(გეგა) შენგელია კარდაკარ კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო. მმართველო გუნდის მერობის კანდიდატმა მოსახლეობისგან ის პრობლემებიც მოისმინა, რაც მათ ყველაზე მეტად აწუხებთ.
„საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, განვაგრძობთ ზუგდიდის მოსახლეობასთან შეხვედრებს. ახლა შევხვდით ზუგდიდის ცენტრში მცხოვრებ მოსახლეობას, მრავალბინიან კორპუსებში მცხოვრებლებს. მათ აქვთ სხვადასხვა საკითხი გადასაჭრელი, რომელთა დაკავშირებითაც ვიღებთ  ინფორმაციას. შეძლებისდაგვარად მოვუგვარებთ იმ პრობლემებს, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს. ძირითადად მათ აწუხებთ სარდაფების, წყალგაყვანილობის, ეზოების მოასფალტება-მოწესრიგების საკითხი, რაც ჩვენს გეგმასა და პრიორიტეტშია. მათ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში  აუცილებლად დავეხმარებით“,- განაცხადა გიორგი შენგელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები