გივი მოდებაძემ წინასაარჩევნო შეხვედრები სოფელ კაცხში დაასრულა

ჭიათურის მერობის ,,ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გივი მოდებაძემ სოფელ კაცხში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და ამით სოფლებში წინასაარჩევნო კამპანია დაასრულა.
“ჩვენ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრები გავმართეთ ჭიათურის სამოც სოფელში. ჭიათურელებს შევთავაზეთ მუნიციპალიტეტის განვითარების საკუთარი ხედვა და მოვისმინეთ ჭიათურის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მოსაზრებები რაიონის განვითარების შესახებ. რაც შეეხება სოფელ კაცხს, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენ გადავდგით არაერთი ნაბიჯი ამ სოფელის განვითარების მიზნით. კერძოდ, სოფელში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ტურისტული ინფრასტრუქტურა. მიუხედავად გაკეთებული ბევრი სიკეთისა, მე, გამარჯვების შემთხვევაში, გავაგრძელებ კაცხზე და კაცხელებზე ზრუნვას. მჯერა, 19 მაისს სწორ არჩევანს გააკეთებთ და ერთად ვიზრუნებთ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებაზე“, – აღნიშნა დღევანდელ შეხვედრაზე გივი მოდებაძემ.
კაცხელებს ქართული ოცნების მერობის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა ჭიათურის მაჟორიტარმა სულხან მახათაძემ და განაცხადა, რომ გივი მოდებაძე არის ერთადერთი ღირსეული კანდიდატი, ვინც ყველაზე მეტ სიკეთეს გააკეთებს ჭიათურელებისთვის.
დღევანდელ შემაჯამებელ შეხვედრას ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატ სულხან მახათაძესთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსანდრე ციცქიშვილიც ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები