ნიკოლოზ ჩიქოვანი: 500-მდე საწარმო გაიხსნა და 17 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალური მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა ზესტაფონში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რათა მეწარმეები მათთვის საჭირო ინფორმაციას ფლობდნენ.
“ჩვენ ვნახეთ თუ რამდენი პროექტი გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში. 500-მდე ახალი საწარმო გაიხსნა, 17 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც პატარა ციფრი არ არის, არამარტო საქართველოსთვის, არამედ დიდი ქვეყნებისთვისაც. დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ამ ხალხმა უნდა იცოდეს, რისი საშუალება აქვთ მეწარმეებს, სად უნდა მივიდნენ და რა შედეგებს მიიღებენ. ფინანსური მხარდაჭერა დიდია. სფერო არის მრავაფეროვანი და ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება”,- განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, დღეს ზესტაფონში ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები და მინისტრის მოადგილე – გენადი არველაძე, დეპუტატ კობა ლურსმანაშვილსა და მერობის კანდიდატ გიორგი გოგლიჩიძესთან ერთად, ბიზნესექტორის წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები