ყვარლის საავადმყოფოში შოკურ მდგომარეობაში მიყვანილი ჩვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა
კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში 10 თვის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ყვარლის რეფერალურ საავადმყოფოში ჩვილი შოკურ მდგომარეობაში მყოფი შეიყვანა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზა და გრძელდება საგამოძებო მოქმედებები.
ერთ-ერთი ვერსიით, ოჯახი ქათმის ხორცისგან მოიწამლა.
“ხორცი შევიძინე, მოვამზადე და მივირთვით. ბავშვი, დაახლოებით, ნახევარ საათში მოიწამლა. მეც ცუდად გავხდი, გონებას ვკარგავდი. ჯერ მე დამეწყო პირღებინება და მერე ჩემი შვილი გახდა ცუდად”, – ამბობს გარდაცვლილი ბავშვის დედა, ელზა გაბისაშვილი „იმედთან“ საუბარში.
შემთხვევა 9 მაისს მოხდა.