,,არტ-გაზაფხული 2019“ – ხატვისა და გამოყენებითი ხელოვნების წრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის პროექტის, ,,არტ-გაზაფხული 2019“ ფარგლებში, ხატვისა და გამოყენებითი ხელოვნების წრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაში მონაწილეობენ: გლდანის, ნაძალადევის, ჩუღურეთის, საბურთალოს, ისნისა და სამგორის ფილიალების აღსაზრდელები.
პროექტი ყოველწლიურად ხორციელდება და აჯამებს სასწავლო წლის შედეგებს, წარმოაჩენს ნიჭიერ მოზარდებს, ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების რეალიზაციასა და მათ წახალისებას.
გამოფენის მონაწილეები დაჯილდოვდებიან თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სიგელებით.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ქ. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი აერთიანებს ცხრა ფილიალს, რომლებშიც სხვადასხვა წრესა და სტუდიაში გაერთიანებულია 3700 მოზარდი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები