შედეგი „W“ – გამოფენა გაიხსნება

13 მაისს, 19:00 საათზე, „იარტ გალერეა“, თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში,  გამოფენას: შედეგ “W”-ს  უმასპინძლებს.

არტისტები:
მარიამ რუხაძე
ბორენა ნაჭყებია
ანი გამგებელი
კრისტოფერ მანინგ

ორგანიზატორების ინფორმაციით, შედეგი “W” არის პროექტი, რომელიც მნახველს არ განუსაზღვრავს მიმართულებას. ცალსახად არც გმობს ომს და არც ამართლებს მას. ის აღწერს იმ სიტუაციას, განცდებსა და გრძნობებს, რასაც უშუალოდ ომის, კონფლიქტის შემდგომ განიცდის გარემო, ადამიანი და საზოგადოება. ეხმიანება მიგრაციის პრობლემას. ასახავს დრამისა და ტრაგედიის ციფრებში და სტატისტიკაში მოქცევას.
პროექტი აღწერს პოსტრამვულ სიტუაციას, გამოღლილობის, გარინდულობის, სიცარიელის, იმედგაცრუების და დანაკარგების განცდას. არტისტები გვთავაზობენ საზღვრების, სამიზნეების, რუკების, მიტოვებული ლანდშაფტებისა და უსახური ფიგურების კავშირებს, ეს არის მათი ინდივიდუალური დამოკიდებულება გარემოფაქტორებზე. პროექტი გამოირჩევა ფერთა სიმწირით რადიკალურობის გასამძაფრებლად.
გამოფენა 19 მაისამდე გასტანს.

მის: დ.უზნაძის N13.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები