მწერალთა სახლი მეხუთე ლიტერატურულ ფესტივალს უმასპინძლებს

17-21 მაისს, მწერალთა სახლი მეხუთე ლიტერატურულ ფესტივალს უმასპინძლებს. ხუთი დღის განმავლობაში მწერალთა სახლი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სივრცეს დაუთმობს ლიტერატურულ და საგანმანათლებლო საღამოებსა და დისკუსიებს.
როგორც „კვირას“ მწერალთა სახლიდან განუცხადეს, უკვე მეხუთე წელია თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ღონისძიებაა. მას არ აქვს ანალოგი კავკასიის რეგიონში, შესაბამისად, ფესტივალი იმ აქტივობებს შორისაა, რომლებიც თბილისის კულტურულ ცენტრად („ჰაბად“) ქცევას განაპირობებს.
განვლილ ფესტივალებზე ჩვენი სტუმრები იყვნენ – დიბისი პიერი, ეთგარ კერეთი, ვიქტორ ეროფეევი, იბრაჰიმ ალ-ქუნი, სერგეი ჟადანი, ტომას ვენცლოვა, ფილიპ ბესონი, იულია ფიედორჩუკი, იური ანდრუხოვიჩი, აიზეკ მერიონი, ვერა პავლოვა და სხვა არაერთი საინტერესო და აღიარებული მწერალი.
წელს თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს ეწვევა 19 ავტორი 15 ქვეყნიდან, რომელთა შორის არიან: მაიკლ პალმერი(აშშ); იუჯინ ოსტაშევსკი (აშშ); მელანია მაცუკო (იტალია); ვალჟინა მორტი (ბელარუსი); ლინდა მარია ბაროსი (საფრანგეთი); ლევ რუბინშტეინი (რუსეთი); მანფრედ ხობოტი (ავსტრია).
თბილისის V საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მთავარი თემაა ლიტერატურის ორი პოლუსი და გაორება. გარდა საერთაშორისო პროგრამისა, ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილია ქართული პროგრამაც, სადაც ათი ქართველი ავტორი საკუთარ ლიტერატურულ მისტიფიკაციებზე ისაუბრებს.
დასწრება თავისუფალია!

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები