„წერილები წარსულიდან“ – გამოცემის წარდგენა გაიმართება

22 მაისს, 17:00 საათზე, გამოცემის „წერილები წარსულიდან“ წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ თბილისის მუზეუმების გაერთიანებიდან ახნობეს, „წერილები წარსულიდან“ სამუზეუმო ფონდებსა და საცავებში დაცული მასალების ერთობლიობაა, რომელიც ხშირად სცდება პირადული მიმოწერის შინაარსს და ეპოქალურ მნიშვნელობას იძენს. წერილის ერთი აბზაცი კი, ეპოქალური კონტექსტის გააზრებასთან ერთად, ხშირად სტერეოტიპებს, საზოგადოებრივ წესრიგს, დადგენილ წესებსა და აზროვნებასაც ცვლის.
გამოცემაში გამოყენებულია თბილისის მუზეუმების გაერთიანების მუზეუმებში დაცული საარქივო მასალები და დღემდე გამოუქვეყნებელი წერილები საქართველოს უახლესი წარსულიდან, რაც ჩვენი წვლილია ქვეყნის კულტურულ პოლიტიკაში, ღირსეულად წარმოაჩინოს საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
„თბილისის მუზეუმების გაერთიანების მისიაა – შეინახოს, დაიცვას და ღირსეულად წარმოაჩინოს საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ტრადიციული სამუზეუმო საქმიანობის შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო ასპექტის სინთეზი, რომელიც მიმართულია განსხვავებული ინტერესებისა და ასაკის ადამიანებისთვის ცოდნის გაზიარებაზე.
სამუზეუმო ფონდებსა და საცავებში დაცული მასალები, თითოეულ სახელთან ერთად ეპოქისა და ასწლეულების საფიქრალსაც აერთიანებს, რომელიც ერისა და ქვეყნის ისტორიასაც ქმნის და სამომავლო ნაბიჯებსაც განსაზღრავს“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები