გიორგი აბაშიშვილი : პრეზიდენტთან მუშაობა ჩემთვის დიდი პატივია

ჩემთვის დიდი პატივია ბატონ პრეზიდენტთან მუშაობა – ასე გამოეხმაურა “კვირასთან“ ეკონომისტი გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის მრჩევლად მისი დანიშვნის ფაქტს.
“ამ ეტაპისთვის კონკრეტულ გეგმებზე საუბარი ცოტა ნაადრევია, გეგმები არსებობს და ამას ეტაპობრივად გავაჟღერებ, დიდი მადლობა საქართველოს პრეზიდენტს ნდობისათვის, ჩემთვის დიდი პატივია ბატონ პრეზიდენტთან მუშაობა“,- აღნიშნა “კვირასთან“ საუბრისას გიორგი აბაშიშვილმა.
აბაშიშვილმა ორწლიანი მუშაობის შემდეგ “ილიაუნის“ ბიზნესის სკოლის დეკანის მოადგილის თანამდებობა დატოვა. თუმცა მისი თქმით, “ილიაუნიში“ მუშაობას როგორც ასოცირებული პროფესორი კვლავ გააგრძელებს. მრჩევლად დანიშვნამდე გიორგი აბაშიშვილი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის მოადგილე; ილიას სახელიმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკლევარი, კვლევითი ცენტრის კოორდინატორი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს წევრი; ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასისტენტ-პროფესორი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი;არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის” დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; რეგულარულად თანამშრომლობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორც მოწვეული ექსპერტი, ტრენენერი ეკონომიკისა და მენეჯმენტის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები