26 მაისს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში სამხედრო მოსამსახურეთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართება

26 მაისს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი მნახველებისთვის 13:00 საათიდან გაიღება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარის ტერიტორია, ტექნიკურ-საორგანიზაციო საკითხებიდან გამომდინარე, დილიდან სრულად სამხედრო მოსამსახურეთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას დაეთმობა, რომელიც 12:00 საათიდან დაიწყება და 1 საათს გასტანს.
ცერემონიის დასრულების შემდეგ, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი მნახველების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.
„26 მაისს სამხედრო მოსამსახურეთა ფიცის დადების ცერემონია, უფლისციხის პარალელურად, გრემის მონასტრის, ანანურის სამონასტრო კომპლექსისა და მრავალძალის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზეც წარიმართება.
შესაძლო შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მოქალაქეებს, უცხოელი ვიზიტორების ჯგუფებს, ტურისტულ კომპანიებსა და სხვა მსურველ სუბიექტებს სთხოვს  26 მაისის 13 საათამდე აღნიშნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ვიზიტისაგან თავის შეკავებას“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები