„გიორგი ლეონიძე – 120 და ლიტერატურის მუზეუმი – 90“- გამოფენა გაიხსნება

11 მაისს, 18:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში, გამოფენა –  „გიორგი ლეონიძე – 120 და ლიტერატურის მუზეუმი – 90 “ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ლიტერატურის მუზეუმიდან აცნობეს, ლიტერატურის მუზეუმის დაარსებას საფუძველი ჩაეყარა 90 წლის წინ, 1929 წელს, მთაწმინდაზე ალექსანდრ გრიბოედოვის გამოფენის გახსნით. გამოფენა ეძღვნება ამ თარიღსა და გიორგი ლეონიძის დაბადებიდან 120 წლის იუბილეს.
წარმოდგენილი იქნება პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მასალა, მუზეუმის დაარსებასთან დაკავშირებული დოკუმენტები და გიორგი ლეონიძის დირექტორობის დროს (1931-1953) შემოწირული თუ შეძენილი ხელნაწერები, ფოტოები, ფერწერულ-გრაფიკული ნამუშევრები, მემორიალური ნივთები, გამოცემები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები