კონსტანტინე ვარდელის 80 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

15 მაისს, 19:30 საათზე, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, კონსტანტინე ვარდელის 80 წლის საიუბილეო კონცერტს გამართავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგებიან მაესტრო ვარდელის მოსწავლეები, მევიოლინეები: ანასტასია აღლაძე, ირინა როსტომაშვილ, ანნა ჭანია, თეონა გუბბა-ჩხეიძე, ირაკლი ცხადაია და ვერიკო ჭუმბურიძე. სადირიჟორო პულტთან – ნიკოლოზ რაჭველი.
კონცერტში აგრეთვე მონაწილეობს კონსტანტინე ვარდელის ქალიშვილი, პიანისტი – ირინა ვარდელი.

პროგრამაშია:
იოჰან სებასტიან ბახი – სამმაგი კონცერტი BWV1044, პირველი ნაწილი;
ანტონიო ვივალდი – წელიწადის დრონი, გაზაფხული და ზაფხული;
ერნესტ შოსონი – პოემა თხზ.25;
კამილ სენ-სანსი – l’Etude en forme de Valse;
ფელიქს მენდელსონი – კონცერტი ვიოლინოს, ფორტეპიანოსა და სიმებისათვის, პირველი ნაწილი.

კონცერტის მხარდამჭერი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; პარტნიორი: ხელოვანთა კავშირი „კონცეპტ არტი“.

ეროვნული მუსიკალური ცენტრის მხარდამჭერია: კომპანია „ბადაგონი“, საინფორმაციო მხარდამჭერები: ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“, EVENTS ამბები.ge, საინფორმაციო პორტალი „118 08“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები