“მამიდას” ადვოკატი: როენა ხუცურაული თავს დამნაშავედ არ ცნობს

როენა ხუცურაულის, მეტსახელად “მამიდას” ადვოკატის, არჩილ დავითაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს. მისივე თქმით, გამორიცხულია ის პოზიციაც, რომ “მამიდა” პროსტიტუციისთვის ადგილს გადასცემდა.
“ბუნებრივია, თავს არ ცნობს დამნაშავედ. უდანაშაულოა, დუმილის უფლებას იყენებს. რაც შეეხება გაჟღერებულ პოზიციას, რომ, თითქოს, პროსტიტუციისთვის გადასცემდა ადგილს, არის გამორიცხული. იქედან გამომდინარე, რომ მას საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება გლდანის ტერიტორიაზე სასტუმროს სახით, კონსტიტუციური უფლებაა, თუ რა სამართლებრივ დატვირთვას მისცემდა – იჯარით გადასცემდა თუ იპოთეკით დატვირთავდა”, – ამბობს ადვოკატი არჩილ დავითაშვილი.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, თბილისში 3 პირი დააკავა, მათ შორის იყო როენა ხუცურაული, მეტსახელად “მამიდა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები