ანდრო ჭიაურელის დოკუმენტური ფილმის – „ექვთიმეს“ ჩვენება გაიმართება

საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 10 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს კინოაკადემიის კინოდარბაზში  ანდრო ჭიაურელის დოკუმენტური ფილმის, „ექვთიმეს“ ჩვენება გაიმართება.
ფილმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაკვეთითა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი ქართველი საზოგადო მოღვაწის – ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც წმინდა სინოდის სხდომამ წმინდანად შერაცხა.
„ექვთიმე“ ეკრანებზე 2014 წელს გამოვიდა. ფილმის სცენარის ავტორია ნინო ნატროშვილი, ოპერატორი – კახა ბუხრაშვილი, ხოლო პროდიუსერი – რუსუდან ჭყონია.

დასწრება თავისუფალია!
მის: ძმები კაკაბაძეების ქუჩა N2.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები