ეროვნულ კინოცენტრს ახალი დირექტორი ჰყავს

ეროვნულ კინოცენტრს ახალი დირექტორი ჰყავს.  ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე გაგა ჩხეიძე   განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით  დაინიშნა.
ეროვნული კინოცენტრის დირექტორის სამუშაო პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა დირექტორმა – ზურაბ მაღალაშვილმა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კინოცენტრის ახალი დირექტორის შესარჩევად კონკური 2019 წლის 4 აპრილს გამოაცხადა. შეიქმნა მინისტრის საკონსულტაციო საბჭო, რომელმაც კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ საკუთარი რეკომენდაციები წარუდგინა მინისტრს.
საკონსულტაციო საბჭოს წევრები იყვნენ:

1. ნანა დოლიძე – კინომცოდნე, კულტურის დეპარტამენტის უფროსი;
2. ოთარ შამათავა – რეჟისორი, კინოაკადემიის წევრი;
3. რამაზ ხოტივარი – რეჟისორი, კინოაკადემიის წევრი;
4. ამირან დოლიძე – დრამატურგი, კინოაკადემიის წევრი;
5. არჩილ შუბაშვილი – კინომცოდნე, კინოაკადემიის წევრი;
6. კონსტანტინე ჯანდიერ – დრამატურგი, კინოაკადემიის წევრი;
7. ლევან ღლონტი – რეჟისორი, კინოაკადემიის წევრი;
8. მიხეილ ჭიაურელი – რეჟისორი, კინოაკადემიის წევრი;
9. ქეთევან ტრაპაიძე – კინომცოდნე კინოაკადემიის წევრი;
10. ვახტანგ კოტეტიშვილი – რეჟისორი;
11. ამირან დოლიძე – რეჟისორი;
12. ნანა ჯანელიძე – რეჟისორი;
13. ნანა ექვთიმიშვილი – რეჟისორი, პროდიუსერი;
14. რატი ონელი – რეჟისორი, პროდიუსერი;

გაგა ჩხეიძე 2005 – 2008 წლებში ერთხელ უკვე იკავებდა ეროვნული კინოცენტრის დირექტორის თანამდებობას. ბოლო 19 წლის განმავლობაში კი იგი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს ხელმძღვანელობდა. ასვე, გაგა ჩხეიძის სამუშაო ბიოგრაფია მოიცავს აკადემიურ საქმიანობას და ბერლინში, კინოსა და ვიდეოხელოვნების ინსტიტუტ „არსენალში“ მუშაობის 9 წლიან პერიოდს.
გაგა ჩხეიძე ახალ თანამდებობაზე მუშაობას უკვე შეუდგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები