“პლანეტების აღლუმი „ვეფხისტყაოსანში“ – ალექსანდრე ელერდაშვილის ლექცია გაიმართება

 18 მაისს, 19:00 საათზე, საქართველოს ასტრონომიის კლუბისა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნის, ლიტერატურათმცოდნის, მთარგმნელისა და პოეტის, ალექსანდრე ელერდაშვილის, საჯარო ლექცია თემაზე – “პლანეტების აღლუმი „ვეფხისტყაოსანში”.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ლექციაზე საუბარი იქნება იმის შესახებ, თუ რა იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა შუა საუკუნეებში ასტრონომიის შესახებ ”ვეფხისტყაოსნის” მიხედვით.
დასწრება თავისუფალია!

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები