მწერალთა სახლიდან ნივთები დაიკარგა

მწერალთა სახლიდან შვიდი ნივთი, მათ შორის ლარნაკი და ზარდახშა დაიკარგა, რომელიც შესაძლოა, დავით სარაჯიშვილს ეკუთვნოდეს, – ამის თაობაზე მწერალთა სახლში „პირველ არხს“ განუცხადეს.
ნივთები მწერალთა სახლის საცავიდან დაახლოებით ერთი წლის წინ გაქრა. მწერალთა სახლის თანამშრომლების ინფორმაციით, მათ ეჭვი დაცვის თანამშრომელზე აქვთ და გამოძიებას ინფორმაცია უკვე მიაწოდეს.
ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის მუხლით დაიწყო.
დაკარგულ ნივთებთან დაკავშირებით მწერალთა სახლი დღეს ოფიციალური განცხადების გავრცელებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები