პრემიერი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

აზერბაიჯანის მხარე დელტას პროდუქციით დაინტერესდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. საქართველოს პრემიერი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს ზაკირ გასანოვს შეხვედა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს როგორც ორმხრივი ურთიერთიერთობების საკითხები, ასევე საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები რეგიონის სტრატეგიული ენერგო-სატრანსპორტო დაცვის კუთხით.
ასევე გამოითქვა საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების იმედი.
შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები