საქართველოსა და ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრებმა თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ბათუმში, ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის საქართველოს პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებული ვიზიტის ფარგლებში, „საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას ხელი მოეწერა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი მოაწერეს: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ და ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა რიჰარდს კოზლოვსკიმ. აღნიშნული შეთანხმება მნიშვნელოვანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სფეროში ორმხრივი პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. შეთანხმების განხორციელებაზე პასუხისმგებელ კომპეტენტურ უწყებას საქართველოს მხრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები