ვიცეპრემიერის, მაია ცქიტიშვილის შეფასებით, „რუსთავი2-ის“ მხრიდან არის მცდელობა, წარმოაჩინოს, რომ, თითქოს, მათ მიმართ გარკვეული სახის შეტევა მიმდინარეობს. მისივე თქმით, ტელეკომპანიას სიტყვის თავისუფლება არ აქვს შეზღუდული, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ მათ მიერ აზრის გამოხატვა სცდება ყოველგვარ ეთიკურ ფორმებს.
“რუსთავი2“ არაერთხელ აანონსებს რაღაც შეტევებს, თუმცა შეუზღუდავი საშუალება აქვს, გამოხატოს საკუთარი აზრი მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ აზრის გამოხატვა სცდება ყოველგვარ ეთიკურ, რეალურ და მორალურ ფორმებს, მათ შორის – ლანძღვა-გინება პირდაპირი ეთერის საშუალებით. აქედან გამომდინარე, ყველა ვრწმუნდებით, რომ „რუსთავი2-ზე“ არანაირი შეტევა მიმდინარეობს და ეს არის კვლავ მორიგი მცდელობა, შეცდომაში შეიყვანოს როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე – საერთაშორისო საზოგადოება”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.