„ღმრთისმშობლის გამოსახულება ქართულ სახვით ხელოვნებაში” – სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება
8 მაისს, 12:00 საათზე, გ. ჩუბინაშვილის ეროვნულ კვლევით ცენტრში სამეცნიერო კონფერენცია – „ღმრთისმშობლის გამოსახულება ქართულ სახვით ხელოვნებაში” – გაიმართება.
გ. ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 12 მაისი საქართველოს ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის წილხვდომილობის დღედ და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა. სამეცნიერო კონფერენციაც ამასთან დაკავშირებით იმართება:
პროგრამა:
„ღმრთისმშობელი-ოდიგიტრია ქართულ ჭედურ ხელოვნებაში“, კიტი მაჩაბელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი;
„აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი“, ასმათ ოქროპირიძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი;
„ღვთისმშობელი აგიოსორიტისას თაყვანისცემის შესახებ შუა საუკუნეების საქართველოში“, ნინო ჭიჭინაძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი;
„ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი და სვანეთის შუასაუკუნოვანი მხატვრობა“, მარინე ყენია, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი;
„ღვთისმშობლის გამოსახულებები ადრეული შუა საუკუნეების საქტიტორო რელიეფებში“, ქრისტინე საბაშვილი, დოქტორანტი;
„სათხის რელიეფზე ღვთისმშობლის გამოსახულების შესახებ“, თინიკო ხოშტარია, დოქტორანტი;
„მცხეთა ახალი იერუსალიმი – მეორე იერუსალიმი“, ქეთევან აბაშიძე-ადიანი, დოქტორანტი.